1949 წელი
|
სახალისო ფიზიკა
იაკოვ პერელმანი
ეს არის შესანიშნავი წიგნი ფიზიკაზე. ის შეიცავს უამრავ საინტერესო ცდას და მაგალითს, რომელთა ჩატარება შეუძლია ნებისმიერ თქვენთაგანს სახლის პირობებში. ის დაგეხმარებათ შეხედოთ ფიზიკას არა როგორც გაუგებარ საგანს, არამედ როგორც საინტერესო და მოულოდნელ თავგადასავალს.
|
1965 წელი
|
რა არის მათემატიკა
რ. კურანტი, ჰ. რობინსი
წიგნი განკუთვნილია მოსწავლეთათვის, ვისაც სურს მეტი იცოდეს მათემატიკის შესახებ, ვიდრე ამას ტრადიციული სასკოლო კურსი იძლევა. ის შეიცავს ისეთ თემებსაც, რომელიც უშუალოდ სასკოლო კურსში არ განიხილება, მაგალითად, ტოპოლოგიას. წიგნის თავები მეტ-ნაკლებად დამოუკიდეელია ერთმანეთისგან, ამიტომ შეგიძლიათ ცალკეული თავის გარჩევას წინა თავების წაკითხვის გარეშეც შეუდგეთ.
|
1949 წელი
|
ცოცხალი მათემატიკა
იაკოვ პერელმანი
ცნობილი რუსი მეცნიერ-პოპულიზატორის, იაკოვ პერელმანის, კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი. ნათელი გადმოცემის სტილი, საინტერესო კურიოზები და მათემატიკური ფორმულების მინიმალური გამოყენება, ამ წიგნს საინტერესოს ხდის მკითხველთა საკმაოდ ფართო წრისთვის.
|
|
|